შემოქმედელი მთავარეპოსკოპოსი მეუფე იოსები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ზოგიერთ ღვთისმსახურს" მოუწოდა, რომ ისტორიული შენობა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბად არ აქციოს:
_ ჩემი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის. დღეს ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები, მეუფეები მესტურნენ რამაზ ნიკოლიშვილთან ერთად და რა არის იმაში გასაოცარი რომ მივიღე?
თუ ბატონი ზვიადი მესტუმრება მასაც დიდი სიყვარულით მივიღებ და ვუმასპინძლებ. მე ეპარქიის წინამძღვარი ვარ და ადამიანებს პარტიული ნიშნით არ ვარჩევ. ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფე იოსებმა.
ზვიად კვაჭანტირაძის სტატუსის თანახმად, "არ ასვენებს გამჩენი ზოგიერთ შატალოზე მყოფ პარლამენტარს, არც ყოფილი გუბერნატორების ზოგიერთ ყოფილ მოადგილეებს და წარმოიდგინეთ არც ზოგიერთ ღვთისმსახურს, ყველას სიყვარულს რომ იტევს გულში, მას რომ კითხო."
_ იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კვაჭანტირაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა:
_ ახლახანს შემატყობინეს, რომ აღნიშნულ შეხვედრას ოზურგეთში ესწრება ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო მეუფე საპატრიარქოდან, რომელსაც მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომლის მიმართ დიდი მოწიწება გამაჩნია, დამსახურებულად.
აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც ის იმყოფება მხოლოდ სიკეთე სუფევს. არ მინდა მას იოტისოდენად მაინც გული ვატკინო და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი, თუ რამე უხერხულობა შევუქმენი, _ წერს კვაჭანტირაძე.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არ აკონკრეტებს ვისზე საუბრობს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ამ სტატუსის ადრესატი მეუფე იაკობია, რომელიც ამ წუთებში შემოქმედის ეპარქიაში მეუფე იოსებთან და რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთდ იმყოფება.
ამავე თემაზე: ზვიად კვაჭანტირაძე "ზოგიერთი მღვდელთმსახურის" წინააღმდეგ _ "იმედია "ნაცმოს" შტაბს.