ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ბადმინტონით თამაშის სარგებლიანობაზე ისაუბრა.
მედვედევის თქმით, ბადმინტონი არა მარტო ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ.
პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ბადმინტონს კარგად ყველა ვერ თამაშობს და მხოლოდ დიდ ადამიანებს აქვთ ამის ნიჭი, თუნდაც ისეთებს, როგორიც იური გაგარინი გახლდათ.