ახლო წარსულში ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისე მიეჩვია იტალიას, რომ საცხოვრებლად ჰოლანდიაში დაბრუნებას არ გეგმავს.
კლუბი "მილანის" ყოფილი მოთამაშე, ასევე ამავე გუნდის ექს-მთავარი მწვრთნელი მეუღლესთან, ბრაზილიელ მოდელ ლუვიანასთან ერთად, ოთხ შვილს ზრდის – სამ ქალიშვილსა და ერთ ვაჟს.
39 წლის კლარენსი ამჟამად ფლობს სპორტულ სააგენტოს, იაპონურ რესტორანს მილანში და ასევე, კლუბი "მონცას" ტექნიკური მრჩეველია.
"რისთვის უნდა დავბრუნდე ჰოლანდიაში? მე ხომ მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ჰოლანდია ამ მსოფლიოს ნაწილია", – განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.