“დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ, გრიგოლია – ქალი, შვილი, დედა და მეგობარი.
მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო, თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ – ამ კადრების გადამღებიც და განმახორციელებელიც.
წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა და ეს გამოუძიებელი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო „სოდ"-ში, თუმცა არასდროს ამაზე პირდაპირ ეთერში არ მისაუბრია.
აი, ახლა კი გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში, ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო, რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ.
მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან ერთად, ამ პოლიტიკოსებთან ერთად გაიზარდა. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს.
მე და ჩემი კოლეგები იმ თაობის ჟურნალისტები ვართ, რომელსაც ყველაფერი ნანახი გვაქვს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის, რაც ვნახეთ ჩვენი თვალით, ის პროცესები, რაც ჩვენ გავაშუქეთ, ჟურნალი ყოფილა. თურმე 2016 წლის 14 მარტი წინ ყოფილა. დღეს 2016 წლის 14 მარტია. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელი დილა მუქარით გათენდებოდა.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მუქარის შესახებ, არც მეტი არ ნაკლები, ჩემი შვილისგან გავიგებდი. ჩემი შვილისგან, რომელიც ამ სახელმწიფოსთან, ჩვენთან ერთად გაიზარდა. შენ თუ თქვენ, ვისაც ასე ძალიან გინდა და გინდათ, რომ მე ახლა ამ ეთერში არ ვიჯდე, ქვეყნიდან წავიდე, გაგიკვირდებათ და არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია, არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე. არსად წასვლას არ ვაპირებ, დააშანტაჟეთ და შეაშინეთ ის, ვინც შეგიშინებიათ. ”_ განაცხადა გიროგილიამ პირდაპირ ეთერში.