როგორც ჩანს, ოსკაროსან რეჟისორს ვუდი ალენს, რამდენიმე წლის წინ იმდენად მოეწონა საფრანგეთის მაშინდელ პირველ ლედისთან, კარლა ბრუნისთან მუშაობა ფილმზე "შუაღამე პარიზში,"რომ გადაწყვიტა, თავის რომელიმე მომდევნო ფილმში ერთ-ერთი როლი, კიდევ ერთ პირველ ლედის, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლეს, მიშელ ობამას დაუთმოს.
"მიშელთან ერთად ერთ ოთახში რომ აღმოვჩნდე, აუცილებლად შევთავაზებდი მას როლს ჩემს ფილმში," – განუცხადა ჟურნალისტებს ვუდი ალენმა.
ცნობილია, რომ ნიკოლა სარკოზის მოეწონა მეუღლის მიერ შესრულებული როლი, ხოლო თუ რა რეაქცია ჰქონდა ბარაკ ობამას ალენის შემოთავაზებაზე, ჯერჯერობით უცნობია.