ოსკარის კინოხელოვნების აკადემია 2016 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის წამყვანის, კრის როკის ხუმრობისთვის ბოდიშს იხდის. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ვწუხვართ ნებისმიერი ასპექტისთვის, რითაც ოსკარის სატელევიზიო გადაცემა შეურაცხმყოფელი იყო,"_განაცხადა აკადემიის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აკადემია ეცდება მომავალში კულტურული თვალსაზრისით უფრო მგრძნობიარე იყოს.
როგორც ცნობილია, ჰოლივუდში ცნობილმა აზიელმა მსახიობებმა, კერძოდ, ჯორჯ თაკეიმ, სანდრა ომ და დირექტორმა ანგ ლიიმ ხუმრობის გამო 9 მარტით დათარიღებულ ღია წერილში იმედგაცრუება გამოხატეს.
მათი თქმით, ხუმრობა შეურაცხმყოფელი და რასიზმისკენ მიმართული იყო.