საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპული მომავალსა და ახალგაზრდებისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებს გასულ სამშაბათს სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს წარმომადგენელი ნიო ვაშალომიძე ესაუბრა.
საკითხის პრიორიტეტულობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე მოსწავლეებმა ევროკავშირთან უმიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე განიხლეს ანტიდასავლური მითები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო ვრცელდება.
_ სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიურო საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს ინტენსიურად ახორციელებს, როგორც საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, ასევე, მოსახლეობასთან, სხვადასხვა სფეროს და სამსახურის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრების მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიმდინარე პროცესებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეხვედრები დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს და მოსახლეობის ინტერესები ამ კუთხით დიდია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ვაშალომიძემ.