"პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი ადმინისტრაციის რეიტინგი არაბულ ქვეყნებში გაცილებით დაბალია, ვიდრე მის წინამორბედს – ჯორჯ ბუშ-უმცროსს ჰქონდა", – იტყობინება გავლენიანი „ვაშინგტონ პოსტი”.
ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ, ადგილობრივი მოქალაქეების აზრით, ობამამ არ გაამართლა ის იმედები, რაც მასთან დაკავშირებით ჰქონდა არაბულ სამყაროს.