თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განაცხადა ხანძარი „გუდვილის“ შენობის სიღრმეში გაჩნდა და საკონდიტროსა და სახურავზე გავრცელდა.
„გუდვილის“ შენობაში არსებული კაფის მარკეტინგის მენეჯერის, მაკა მეტრეველის ინფორმაციით, ხანძარი“ გუდვილში“ მეორე სართულზე გაჩნდა, თუმცა წყარო რესტორანი არ ყოფილა.
„ჩემი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა მეორე სართულზე და უბრალოდ კვამლი იდგა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხანძრის გაჩენის წყარო ჩემი რესტორანი არ ყოფილა. როგორც კი შიგნით შესვლას შევძლებ მეცოდინება თუ რა რაოდენობის ზარალია,“_ აღნიშნა მეტრეველმა.
თუმცა „გუდვილში“ მომუშავე პერსონალისა და თვითმხილველების თქმით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, კვამლი პირველ სართულზე ტუალეტიდან გამოდიდა.
„კვამლი პირველ სართულზე ტუალეტიდან გამოდიოდა, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელმა ცეცხლმქრობით მისი ჩაქრობა შეძლო, მაგრამ შემდეგ მეორე სართულზე გავცერლდა, რის გამოც სახანძროს გამოძახება გახდა საჭირო,“_აცხადებენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი, დაახლოებით, 12 საათისთვის გაჩნდა. სუპერმარკეტის ტერიტორიიდან, ხალხის ევაკუაცია პოლიციამ და დაცვის სამსახურმა განხორციელა.
ამავე თემაზე:
სუპერმარკეტ "გუდვილის" ტერიტორიაზე მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ