ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას სან-პაულოს საავადმყოფოს ექიმებმა ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
ონკოლოგების თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს მომავალში იგი ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის.
ლულა და სილვა 2003-2011 წლებში იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას და ამ პერიოდში ბრაზილიის ეკონომიკამ არნახული ზრდა განიცადა.
გარდა ამისა, სწორედ და სილვას დამსახურებად მიიჩნევა ის, რომ ბრაზილიამ, 2014 და 2016 წლებში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.