ამ წუთებში თბილისში "ბორის პაიჭაძის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარეობს რაგბში ერთა თასის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირისპირება გამოავლენს როგორც ერთა თასის გამარჯვებულის, ასევე ანტიმოზ ივერიელის სახელობის თასის მფლობელის ვინაობას.
შეხვედრის მეორე ტაიმის ნახევარზე მეტი გასულია და ქართველები ყველა კომპონენტში ჯაბნიან მეტოქეს და 4 გატანილი ლელოს წყალობით 31:9 იგებენ.
ფოტოები გადაიღო მაგდა პოპიაშვილმა