პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი აბდესლამი ბრიუსელში ტერაქტს გეგმავდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიდიე რეონდერსმა ბრიუსელში ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რეონდერსის ცნობით, აბდესლამმა გამოძიებასთან აღიარა, რომ ბრიუსელში ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებდა.
როგორც ცნობილია, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის სადაზვერვო, სამართალდამცავ და სასაზღვრო უწყებებს ეჭვმიტანილების დასაკავებლად ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდა, რადგან შესაძლებელია აბდესლამის თანამზრახველები ყალბი პასპორტებით გაქცევას ცდილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აბდესლამი პარასკევს ბელგიის დედაქალაში დააპატიმრეს.