"მაესტროს" 25% წილის მფლობელი მაკა ასათიანი მზადაა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების მოთხოვნები გაითვალისწინოს და მათთან ერთად დაიწყოს მუშაობა პრობლემების გადასაჭრელად. მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"გავეცანი რა ჟურნალისტების 5 პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა, რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში.
ამ დრომდე მიმაჩნდა რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა, მზად ვარ გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი. ასევე მიმაჩნია რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების. ვეთანხმები იმასაც რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა."-ნათქვამია განცხადებაში