https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ოდეერის“ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

14:03; 21.03.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს პარლამენტს "ოდეერის" საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.  

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გატარებული რეფორმის შემდეგ ე.წ "ოდეერების" (კანონის ენაზე – უსაფრთხოების ოფიცერი) საკითხი ახლებურად მოწესრიგდა და თუკი მანამდე ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი უსაფრთხოების სამსახურებიდან ოფიცრის მივლენა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ოფიცრის წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებებში. ასეთი დაწესებულებების ნუსხა განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და მასში არ შედის არც სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც სხვა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულება. მოქმედი კანონმდებლობით, ფორმალურად მხოლოდ უშუალოდ დაწესებულების თანხმობით/შეთავაზებით არის შესაძლებელი მასში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მივლენა.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს გატარებული რეფორმით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

მიუხედავად იმისა, რომ "ოდეერის" ინსტიტუტი ფორმალურად ახლებურად ჩამოყალიბა, კანონმდებლობით არ მოწესრიგდა იმ უსაფრთხოების ოფიცრების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, ვინც მანამდე ამა თუ იმ დაწესებულების შტატის თანამშრომელი იყო და პარალელურად ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც;

ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახური არის აბსოლუტურად დახურული და გაუმჭვირვალე ორგანო, რომლის გარე კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, საზოგადოებას არ გააჩნია შესაძლებლობა გადაამოწმოს რამდენად კანონიერეად იყენებს აღნიშნული სამსახური საკუთარ რესურსს და შესაძლებლობებს.

რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებული კონკრეტული პირები იმავდროულად არიან "ოდეერის" ფუნქციის შემსრულებლები, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ოფიციალური მიმართვა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული საკითხი 2015 წლის ზაფხულში განხორციელებული რეფორმით ახლებურად მოწესრიგდა და დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უნივერსიტეტში  "ოდეერი" აღარ არის წარმოდგენილი. თუმცა, როგორც ითქვა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა დამკვირვებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას არ გააჩნიათ. "ოდეერის" უნივერსიტეტში არსებობის ფაქტზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც და აღნიშნა, რომ ასეთი პირები უკვე აღარ არიან უნივერსიტეტში, თუმცა თავის დროზე, მათი იქ ყოფნა, შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო ტერორიზმის საფრთხეებით. კომიტეტის თავმჯდომარის აღნიშნული განცხადება, ვფიქრობთ, რომ ერთი მხრივ, აცდენილია დღეს არსებულ სამართლებრივ და სოციალურ წესრიგს, მეორე მხრივ კი ის არის დაუსაბუთებელი და ახდენს ცალკეული ჯგუფების მარგინალიზაციას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული განცხადებებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები კვლავაც საუბრობენ უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობაზე. უნივერსიტეტის რექტორი კი ადასტურებს უნივერსიტეტში "ოდეერის” არსებობას და ასახელებს კონკრეტულ პირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ სოლიდარობის აქციაზე ასევე გაიჟღერა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობის თაობაზე.

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხის სრულყოფილი შესწავლა და პასუხის გაცემა იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში ამ დრომდე არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი სააზროვნო სივრცე და უნდა გამოირიცხოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ჩარევის რისკები.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად უნდა დაინტერესდეს თსუ-სა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო ინტერვენციისა და "ოდეერების” არსებობის პრაქტიკით. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის საქმიანობის პროცესი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას, ასევე სათანადო გამჭვირვალობასა და პროცესის ეფექტიანობას. საგამოძიებო კომისიამ საკითხის შესწავლა უნდა განახორციელოს ფართოდ და საფუძვლიანად, ამ პროცესში კი უნდა დადგინდეს:

2015 წლის ზაფხულამდე იყვნენ თუ არა წარგზავნილნი უსაფრთხოების ოფიცრები (ე.წ. ოდეერები) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, რა რაოდენობითა და რა კონკრეტული საფუძვლით;

რა უფლება-მოვალეობებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები უნივერსიტეტში, რამდენად ძლიერი იყო მათი ჩარევა საუნივერსიტეტო და სტუდენტურ საქმიანობაში;

აღნიშნული ადამიანები, იმის პარალელურად, რომ ასრულებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის შტატში და ასევე ახორციელებდნენ თუ არა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

2015 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ (რომლის შედეგადაც უსაფრთხოების ოფიცრების წარგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დაწესებულებებში, მხოლოდ ამ დაწესებულებების თანხმობით), მოხდა თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანამდე არსებული უსაფრთხოების ოფიცრის გაწვევა, მისი შტატის/კადრის გაუქმება, თუ მოხდა მისი სხვა კადრით შეცვლა;

უკანასკნელ დღეებში სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მიუთითებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში კონკრეტულ პირებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდნენ ე.წ "ოდეერებს". საგამოძიებო კომისიის მიერ ასევე უნდა მოხდეს ამ ადამიანთა ბიოგრაფიების შესწავლა და დადგენა, რეალურად რა კავშირი აქვთ მათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებთან;

უშუალოდ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესწავლის პარალელურად, კომისიამ უნდა იმსჯელოს 2015 წლის ზაფხულში გატარებული რეფორმის ეფექტიანობაზე და "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. ამავდროულად, პარლამენტში უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და პოლიციური სამსახურების ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც დააზღვევს ამ სამსახურების მხრიდან უფლებამოსილებისა და რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას", _ აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI); ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; "მრავალეროვანი საქართველო”; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); ლიბერალური აკადემია თბილისი; კავშირი "საფარი".

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026

მსოფლიოს ოცი ყველაზე მომგებიანი საფეხბურთო კლუბი

ოზურგეთში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო