ბათუმში, აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში ძლიერი ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ხანძარი სავარძლების ასაწყობ საამქროში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.
საამქროში დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობდა.
დაშავებულები არ არიან.
სახანძრო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.