1989 წლის 15 აპრილს, გაზეთ "ლენინის დროშა"-ში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სოფელ თხინვალში მცხოვრები შაქრო დოლიძის მიმართვა გამოქვეყნდა:
"ყველა ჩვენთაგანი შესძრა 9 აპრილს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. უმეტესად ქალები. ხალხი სამართლიანად მოითხოვს, რომ დაისაჯონ დამნაშავენი, როგორც წამქეზებლები – ექსტრემისტები. ისე ისინიც, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული. დაუშვა ბარბაროსული აქტი. არ დააწესა კონტროლი სპეცრაზმის მოქმედებაზე. მე, როგორც კომუნისტს მიმაჩნია, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ტრაგედიის მიზეზები, ჯეროვნად მიეზღოს ყველა დამნაშავეს, ვინც უნდა იყოს იგი. ახლა ვიმოქმედოთ გონივრულად, ჭკუით, ხელი შევუწყოთ შექმნილი მძიმე მდგომარეობის ნორმალიზაციის დაჩქარებას, შევქმნათ ყველა პირობა, რომ არასოდეს არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია", – აღნიშნულია მიმართვაში.