„თავისუფალი დემოკარატების“ მიერ მომზადებული უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის შესახებ რეზოლუცია 85 ხმით იქნა მიღებული.
დოკუმენტში საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადეჟდა სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას.
ასევე არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევა, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.