იაპონიაში მოსალოდნელი მიწისძვრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელი მიწისძვრის ბიძგების გამო საცხოვრებელი სახლის დატოვება 250 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა.
როგორც ცნობილია, იაპონიის კუნძულ კიუშუზე გასულ კვირას ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 000-ზე მეტი დაშავდა.
მაუწყებლის ცნობით, 30 000-ზე მეტი მაშველი ამ დრომდე გადარჩენილების პოვნას ცდილობს, ხოლო 11 ადამიანი ოფიციალურად დაკარგულად ითვლება.
როგორც ცნობილია, ევაკუაციის ცენტრებში მყოფი დაზარალებული მოსახლეობა საკვებისა და სასმელი წყლის ნაკლებობას, ასევე უშუქობას უჩივის.
"ელექტრო ენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. შხაპის მიღებაც კი არ შეგვიძლია,"_აცხადებენ დაზარალებულები.