"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ფინანსები გამჭირვალეა.
"ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია"-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ცნობისთვის: პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, შემოწირულების სახით, 149 020 ლარი მიიღო პარტიამ- "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო".