NYTIMES-ის ინფორმაციით, რუსეთის სიდიდით მესამე ქალაქში, ნოვოსიბირისკში სტალინის ბილბორდები გამოფინეს.
როგორც კომუნისტურ პარტიაში აცხადებენ, ბილბორდები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოიფინა, რომ პატივი სცენ სტალინს, როგორც საბჭოთა ძალების მთავარსარდალს, რომელმაც ნაცისტები დაამარცხა.
პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ომის ვეტერანები მოხარულები არიან ისტორიული სამართლიანობის აღდგენით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სტალინის ბრძანებით მილიონზე მეტი ადამიანი დახვრიტეს, ხოლო დიდი კოლონიის სისტემაში მასობრივი შიმშილისა და დეპორტაციის შედეგად მილიონობით ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსები აღფრთოვანებულები არიან სტალინით, როგორც ლიდერით, რომელმაც მათ ქვეყანას გაამარჯვებინა და დასავლეთს წინ აღუდგა.