კომპანია Sony-მ სპეციალური ლინზა დააპატენტა, რომელსაც ფოტოსა და ვიდეოს გადაღება შეუძლია.
სიახლის მართვა თვალის ხამხამით იქნება შესაძლებელი. მასში ჩამონტაჟებულია სპეციალური მრიცხველი, რომელიც განსაზღვრავს იმას თუ რა მიზნით დაახამხამა თვალი ადამიანმა: გადაღების მიზნით თუ უბრალოდ.
ლინზა თვალის მოძრაობით დაიტენება.