"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სპორტსმენი, ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე "როსტო" და მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცევლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" დაკავებულების ახლობლებმაც დაუდასტურეს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 2 პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა, დაკავებულების ვინაობას არ ამხელენ.
უწყებაში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.