ბრაზილიის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა BBC-ისთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი იმპიჩმენტი უკანონობაა.
"ჩემი იმპიჩმენტის პროცედურა უკანონობაა, იმიტომ, რომ იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი სიცრუეზეა დაფუძნებული. მე ვიბრძოლებ მთავრობაში დასაბრუნებლად,"_განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, მას ბრალად ედება მთავრობის ანგარიშებით მანიპულირება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.