ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 38 წლის მამაკაცი, თანასოფლელმა, ურთიერთშელაპარაკების დროს დანით დაჭრა. შემთხვევა გუშინ, სოფლის ცენტრში მოხდა.
დაზარალებულს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, მიმალვაში იმყოფება.