"პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივს ვცემ მის ხედვებსაც, უდაოდ გონიერი კაცია, მაგრამ მგონია, მთლად დარწმუნებული ისიც არ არის, რომ საგარეო კურსი სწორია" _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მეჭიაური პრემიერის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მეჭიაურის განცხადებების "ქართული ოცნების" კურსს აცილებულია:
_ ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი, რათა აიძულოს ნატო, საქართველო თავის რიგებში პრობლემებთან ერთად მიიღოს. მაშინ რატომ არის ჩემი ხედვა აცდენილი მთავრობის კურსთან? _ აღნიშნა მეჭიაურმა.