„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სიების ფორმირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიის საბოლოო სახე ცნობილი არჩევნების დანიშვნის შემდეგ გახდება.
„ჩვენი საარჩევნო სიის საბოლოო სახე, ბუნებრივია, ცნობილი გახდება უშუალოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ანუ ზაფხულში. თუმცა მანამდე, უკვე დავაანონსეთ, რომ დაიწყება ახალი სახეების ეტაპობრივი წარდგენა",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძის თქმითვე, კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის.
„ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული ის, თუ როგორ გადანაწილდება რიგითობა სიაში",-განმარტა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.