https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აქტუალური ფეისბუქსტატუსები _ “ახლა, გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა _ ბნელი”

14:05; 10.05.2016
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს, სოციალურ ქსელში პოლიტიკური დისკუსია აქტიურად მიმდინარებს _ მათ შორის, რელიგიურ თემებზე.

ერთ-ერთი, ყველაზე აქტუალური თემა ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლა იყო.

"მართლმადიდებლების უდიდეს ნაწილს სწამთ და სჯერათ, რომ ცეცხლი სასწაულებრივად და თავისთავად ჩნდება იესო ქრისტეს საფლავზე და მათ აქვთ უფლება, ასე სწამდეთ _ მათი რწმენა პატივისცემას იმსახურებს.

თუმცა, თვითონ ქრისტიანებს შორის არის ბევრი ისეთიც, ვინც დარწმუნებულია, რომ არანაირ ზებუნებრივ მოვლენას აქ ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ ცეცხლის კურთხევის უძველესია რიტუალია, რომელსაც, ალბათ, წარმართული ფესვები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქრისტიანული, ისევე, როგორც, მაგალითად, კვერცხების ღებვის ტრადიციას.

შემთხვევითი არ არის, რომ თავად იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც საკუთარი ხელით გამოაქვს ცეცხლი ხალხთან, პრაქტიკულად, არასდროს უწოდებს ამ მოვლენას სასწაულს და არც არასდროს ახსენებს ცეცხლის გარდამოსვლას.

ის, უბრალოდ, ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური დატვირთვის მქონე ცერემონია, რითაც თეოფილოს მესამე, შეიძლება ითქვას, ირიბად აღიარებს, რომ დიდი შაბათის წმინდა ცეცხლის ანთებაში არ არის არაფერი სასწაულებრივი, არაფერი ზებუნებრივი და არაფერი ზეციური.

ვინ _ ვინ და იერუსალიმის პატრიარქმა ეს ყველაზე კარგად იცის," _ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ, შაბათს, ტელეეთერიდან გაკეთებული ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საქმე იმაშია, რომ გაბუნიას ეს განცხადება გურამ ჩალაგაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა მინაწერით: "არასწორი და ტუტუცი. მერე რა, რომ "რუსთავი 2"-ა. ბოდიში, მაგრამ ამის…"

ჩალაგაშვილის ამ სტატუსს, სტატუსით უპასუხა ნიკა გვარამიამ: "გამოიხედე, ერთი აქეთ, გურამ ჩალაგაშვილი! ვისი ამის და რა? შენიც და იმ პარტიის კიდე, ვინც, შე ბნელო, არჩევნებზე სადმე კანდიდატად დაგაყენებს. შენნაირი ბნელების ადგილი თუა "ნაციონალურ მოძრაობაში", ნამდვილად აღმოჩენა იქნება ჩემთვის, არასასიამოვნო აღმოჩენა", _ წერს გვარამია.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ამ კომენტარს ჩალაგაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა _ "ბრავო, ნიკა!"

თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა:

ნიკა გვარამია: _ მე გაჩვენებ შენ ბრავოს, შე უზრდელო და თავხედო. აგინე შენი ოჯახის წევრები.

გურამ ჩალაგაშვილი: _ ვერ მივხვდი, მაგრამ მაინც ბრავო.

ნიკა გვარამია: _ რას ვერ მიხვდი? თავს ი…ლევებ თუ მე მა…ლევებ?

გურამ ჩალაგაშვილი: _ "ეს ვინც დაწერა, იმის…" რას ნიშნავს, ბებიაჩემი მიხვდა და რაც იგულისხმე, იმას ნიშნავს.

ნიკა გვარამია: _ არ გაგიტარებ მაგას, ტყუილად აგდებ ბანზე სიტყვას.

გურამ ჩალაგაშვილი: _ შენი ნებაა. არ ხარ მართალი, თორე სუ მკიდია.

ნიკა გვარამია: _ რაში არ ვარ მართალი,? მოყევი, აბა.

გურამ ჩალაგაშვილი: _ კაი, ნიკა, აქ სალაპარაკო, არ მგონია, იყოს. სხვაგან ნებისმიერ დროს.

ნიკა გვარამია: _ პროსტა, ბნელი რომ ხარ და სასწაულებრივი ცეცხლის გჯერა, ეგ მეც მკიდია. შენი პირადი საქმეა და იმ პარტიის პრობლემა, რომელიც შენნაირ ბნელს პარლამენტში შეიყვანს. შენ ის მოყევი, "ამის…" რას ნიშნავს.

ჩალაგაშვილის და გვარამიას დაპირისპირებაში, ფეისბუქში სხვა ცნობილი სახეებიც ჩაერთნენ. ზოგმა ისიც გაიხსენა, რომ ჩალაგაშვილი ბევრ საკითხში "ბნელია", ზოგმა კი ორივეს რჩევა მისცა, რომ მსგავსი გარჩევები პირად სივრცეში გადაიტანონ და ხალხის დასაცინს ნუ გახდიან "ნაციონალურ მოძრაობას".

ფეისბუქის განსჯის თემა იყო პრემიერ-მინისტრი ფოტო, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის სამების ტაძარში ლოცვას ასახავს.

"მუხლებზე დაცემულ პრემიერ-მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს, იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს).

რა თქმა უნდა, ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება, იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია", _ ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს "ქალთა მოძრაობის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელსაც ბევრი ცნობილი სახე დაეთანხმა.

პრემიერის კრიტიკოსებს სოციალურ ქსელით უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ:

"ტაძარში, ლოცვისას რატომ დაიჩოქაო… და მთავრობის სხდომაზე ხომ არ დაიჩოქა?! ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც სანთელსაც ანთებ, ლოცულობ და იჩოქებ კიდეც?! იქ ყველა თანაბარია, იქ არც პრემიერი ხარ და არც პრეზიდენტი, იქ ადამიანი ხარ, ცოდვილი და ჩვეულებრივი მოკვდავი!

იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?!

ერთხელ ხომ წავართვით, როცა წინა დღით დედა დაკრძალა და მეორე დღეს პარლამენტში დავიბარეთ!

მოვიდა და იდგა, როგორც სალი კლდე! საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, მათ პრობლემებზე, სამთავრობო პროგრამაზე და არა პირად, ძალიან მძიმე ადამიანურ ტრაგედიაზე!

აი, ასეთია პრემიერი, მას შეუძლია ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყანაზე და საქმეზე იფიქროს. ხოდა, ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას, ეს უსამართლო კრიტიკაა და უბრალოდ, სირცხვილია!" _ წერს კობახიძე.

ფეისბუქზე აქტუალური იყო BBC-ზე გასული რეპორტაჟი, სახელწოდებით "სადილი მიცვალებულებთან".

რეპორტაჟის ანოტაციაში ვკითხულობთ: "პურობა მიცვალებულებთან: ქართული ოჯახების მიერ სასაფლაოზე აღნიშნული დღესასწაულები.

ბევრ დასავლურ ქვეყანაში სასაფლაოებს განიხილავენ, როგორც ბნელ და ზარდამცემ ადგილებს, მაგრამ ეს ასე არ არის საქართველოში, ყოფილ სსრკ-ს რესპუბლიკაში.

ისევე, როგორც სხვა ორთოდოქსული ქვეყნებისთვის, ქართველებისთვისაც დამახასიათებელია პატივი მიაგონ თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს სასაფლაოზე პურ-მარილისა და ღვინის მიტანით, და პურობა გამართონ საფლავებს შორის.

თუმცა პრაქტიკულად აღნიშნული წლის განმალობაში აღმოსავლური აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მოფუსფუსე, დაკავებული პერიოდია ამ ტრადიციისა.

დამიენ მაკგინესი მივიდა ოჯახებთან საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომ მეტი გაიგოს მიცვალებულებთან ერთად პურობის შესახებ".

ამ ვიდეორეპორტაჟს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ამ პათოსს დაეთანხმა და მსგავსი ტრადიციების გაუქმების მოთხოვნითაც კი გამოვიდა. თუმცა, დიდმა ნაწილმა ეს რეპორტაჟი შეურაცხყოფად მიიღო და ტელეკომპანიას რჩევებიც კი მისცა. მათ შორის იყო ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი:

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!

სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!

მესმის თქვენი შოკის _ ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში..

ზედაპირული ექსკურსი…

_ საუდის არაბეთში _ დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?

_ პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში – არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?

_ პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შექმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ _ ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?

_ რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს _ ის არ გაგდებდათ შოკში?

_ ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით _ რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?

_ სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა _ თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?

_ დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ _ ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა _ ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?

_ ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?

_ სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) _ არ გაგდებთ შოკში?

_ არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?

_ არც ეკლესიების – დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს _ ხომ ასეა?

_ არც აქ სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში _ არაა?_ და არც ნათესავებს დავდევთ _ ოჯახის შესაქმნელად.

ხოდა, ამიტომ გეტყვით, ჩვენ – ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით, ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი, დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი, ასეთები ვართ ქართველები _ როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!

პ.ს. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის – ინგლისელებო, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ _ ჩვენთან, მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ _ ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!

პ.პ.ს. ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ მე!", _ წერს ყანდიაშვილი და ევროპაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, მისი სიტყვების დასტურია.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

09:47; 21 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13 დეკემბერი, 2025

გათავისუფლებული გამგებლები მერიაში ახალ თანამდებობებზე დაინიშნებიან

2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო