თქვენს წინაშეა დიეტა, რომელიც 2 კვირაში 12 კილოგრამს დაგაკლებინებთ. ის მარტივ პრინციპს ეფუძნება – საჭიროა, ჭამის წინ დალიოთ 2 ჭიქა წყალი და არ დალიოთ ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არანაირი სასმელი და არ ჭამოთ არაფერი.
დაიმახსოვრეთ, 2 ჭიქა წყალი და არა ნაკლები! წყლის დალევიდან 15-20 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ. ამის შემდეგ კი, არ უნდა დაილოთ წყალი, ჩაი ან ყავა 2 საათის განმავლობაში. შუალედებში წახემსებისგანაც შეიკავეთ თავი.
თქვენი ყოველდღიური მენიუ დაახლოებით ასეთი იქნება:
საუზმე: 2 ჭიქა წყალი; 15-20 წუთში ისაუზმეთ, რითაც გინდათ; საუზმის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის განმავლობაში.
სადილი: დალიეთ 2 ჭიქა წყალი; 15-20 წუთში ისადილეთ, რითაც გინდათ; სადილის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის მანძილზე;
ვახშამი: 2 ჭიქა წყალი; 15-20 წუთში მიირთვით, რაც გინდათ; ვახშმის შემდეგ 2 საათი არ სვამთ არაფერს;
ეს მარტივი და სასარგებლო მეთოდი 2 კვირაში 8-დან 12 კილოგრამამდე დაგაკლებინებთ!