კომპანია "ჯეოსელის" აბონენტებს სატელეფონო და სხვა სახის მომსახურება გამართულად მიეწოდებათ.
მთელი დღის განმავლობაში არსებული შეფერხებები, რომლებიც, როგორც კომპანიაში ამბობდნენ გადამცემის დაზიანებით იყო გამოწვეული უკვე აღმოფხვრილია:
_ აღდგენილია დაზიანება მაგისტრალურ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, შესაბამისად, აღმოფხვრილია ყველა შეფერხება.
ამ დროისთვის ქსელი სრული დატვირთვით მუშაობს, _ გვითხრეს "ჯეოსელის" პრესსამსახურში, სადაც მოხარებლებს მოთმინებისთვის მადლობაც გადაუხადეს.