"საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი წევრის მიმართ" _ აღნიშნულია ცესკო -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია, 28 აპრილს, ცესკოში შესულ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტზე, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების (№49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრია კურასპედიანი, ამავე კომისიის მდივანი ნანი ქუთათელაძე და წევრი ნუკრი იმედაძე) წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო ჩართულობას.
_ განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის, უფლებამოსილ №58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიიის თავმჯდომარეს გადაეგზავნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებულ მტკიცებულებებზე (ფოტო მასალა) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მოკვლეულ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მათ გარდა მონაწილეობდნენ №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლია ქობალია და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მზევინარ იობიძე.
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდარღვევის ოქმები, მოკვლევის მასალებთან ერთად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისთვის გადააგზავნა" _ აღნიშნავენ ცესკო-ში
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ზემოხსენებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ხოლო სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს მიერ.