ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მას ხვალინდელი ყრილობის მოსწავვევი არ მისვლია. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შეიძლება ყრილობა გადაიდოს:
_ ალბათ, სადღაც არის და მომცემენ თუ საერთოდ, ყრილობაზე ჩემი მისვლა უნდათ. მგონია, დღეს იქნება, რადგან ხვალ უკვე ყრილობაა.
არ არის გამორიცხული, ყრილობა ხვალ არ გაიმართოს და გადაიდოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი პარლამენტში. შეიძლება, ეს ყრილობა ერთი დღით გადავიტანოთ, _ განაცხადა ნიშნიანიძემ.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურში ამბობენ, რომ ყრილობა არ გადაიდება და ფრაქციის წევრებს მოსაწვევები გაგზავნილი აქვთ:
_ "ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს" რიგით მეოთხე ყრილობა ხვალ, სპორტის სასახლეში 4 საათზე გაიმართება. რაც შეეხება მოსწვევს, ფრაქციის ყველა წევრს გაეგზავნა, _ აღნიშნა ჩვენთანს აუბრისას პარტიის პრესსამსახურის ხელმძრვანელმა ანა გოჩაშვილმა.