საქართველოს 9 მოქალაქე რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიადან გაიტაცეს.
თვითმხილველების თქმით, ისინი კორბოულის მკვიდრნი არიან და ჯონჯოლის საკრეფად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათი დაკავება საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
გატაცების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.