სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის წარმომადგენლებთან “საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობის შესწავლის შესახებ გააკეთა კომენტარი.
“ფონდიდან ჩვენ გამოვითხოვთ ინფორმაციას თუ რა მიზნით იხარჯებოდა თანხები. თუ დავადასტურეთ, რომ ფონდი ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზანს ამის შემდეგ იქნება საუბარი სანქციებზე.“ – თქვა ლაშა თორდიამ.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახურმა ფონდს მარტის თვეში მიმართა და ოფიციალურად დარეგისტრირება თხოვა.
“ჩვენ მივიღეთ ძალიან კატეგორიული უარი და განმარტება იმის თაობაზე, რომ არ აპირებდა აღნიშნული ფონდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. თუმცა, თვენახევრის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ მათ შექმნეს პარტია, რამაც დაადასტურა ჩვენი ეჭვები,“- აღნიშნა საუბრის დროს თოდრიამ.