22 მაისს ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ნასაკირალში სულ ორი კანდიდატია _ ბესო ქათამაძე „ნაციონალური მოძრაობიდან და ნონა ტუნაძე ქართული ოცნებიდან.
აღსანიშნავია, რომ აჭარლებით დასახლებულ სოფელში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მმართველ გუნდს კანდიდატად ქალი ჰყავს წარმოდგენილი.
ამ გადაცემიდან გაიგებთ რას ფიქრობენ მასზე თანასოფლელები და როგორია ტუნაძის საარჩევნო მარათონი.
ჩვენ შევეცადეთ მსგავსი სიუჟეტი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზეც მოგვამზადებინა, თუმცა, დაგეგმილი წინაასარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად „გურია ნიუსი“ ნაციონალურმა მოძრაობამ იმ მიზეზით არ დაუშვა, რომ მათთვის სასურველ კადრებს თავად მოგვაწოდებდნენ.
უფრო მეტიც, დღეს დაგეგმილ და შეთანხმებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ორი დღის წინ იმ მიზეზით გვითხრა, რომ ტრენინგზე მიდიოდა.
შესაბამისად, დღევანდელ გადაცემაში მხოლოდ ნონა ტუნაძემ ისაუბრა და მაყურებელს სამოქმედო გეგმებზე ვრცლად უამბო.