გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
16 მაისს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი. 17 მაისს ზოგან გამოიდარებს, +28 გრადუსამდე დათბება. 18 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 მაისს დაიკლებს +17, +22° – მდე. 20 – 22 მაისს შესაძლებელია წვიმა, ზოგან კი გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26° – იქნება.