ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის დრამატული თეთრის კიბეები ცისარტყელას ფერებშია შეღებილი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეღება თეატრის კიბეები და დაწყებულია თუ არა საქმეზე გამოძიება. "გურია ნიუსი" დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ლგბტ აქტივისტებმა თბილისში, საპატრიარქოს კედლები შეღებეს, რისთვისაც რამდენიმე მათგანი დაკავებული იყო. თუმცა, მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესები კი 20 მაისს და 30 მაისს ჩატარდება.
დაკავებულ 7 აქტივისტს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი,) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) წაუყენეს. სამი მათგანი კი მხოლოდ 150-ე პირველი მუხლით დააკავეს.



































































