მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში. ცენტრალური მაგისტრალის სოფელ შუხუთის მონაკვეთზე ერთმანეთს "ვიტოს" მინიბუსი და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
"მერსედესის" მძღოლი, 23 წლის მამუკა მშვიდობაძე ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. შემთხვევა მშიდობაძის სახლთან ახლოს მოხდა.
მინიბუსუს 4 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით სამკურნალო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.






























































