ქალაქ ოზურგეთში, ქართული ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ანსამბლ "გურია"-ს და კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ეროვნული სამოსის გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციული სამოსელი, რომელიც სახელმწიფო ანსამბლ "გურია"-ს ეკუთვნის.
ქალაქ ოზურგეთში და საქართველოს 6 ქალაქში ქართული ეროვნული სამოსის დღე წელს პირველად გაიმართა.








































































