CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი მზარეული, ენტონი ბოურდაინი საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყნის ტრადიციულ, სადღესასწაულო კერძებს გაეცნო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის უშანგი და მაყვალა ქოქაშვილების ოჯახს ესტუმრა, სადაც ქართული სუფრის კულტურას გაეცნო.
როგორც მზარეული აღნიშნავს, ღორის ხორცისგან გაკეთებული მწვადი, ოჯახში დაყენებული ღვინო, ხაჭაპური, ხილი და სადღეგრძელოები ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ნაწილია.
როგორც ცნობილია, ენტონი ბოურდაინი კულინარიული გადაცემის ავტორია, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს ნაკლებად ცნობილი ადგილებისა და კულტურის აღმოსაჩენად.
გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბოურდაინის გადაცემა CNN-ის ეთერში კვირას საღამოს 9 საათზე გავა.
გადაცემის პრომოს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ.
































































