გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი "გურია ნიუსის" მოწვევით და არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანიზაცია „Post_ალიონის“ ორგანიზებით "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, მინისტრთან ერთად ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებოდნენ.
გიგლა აგულაშვილმა ჩვენი მედიასახლის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
გარემოს დასცვის მინისტრს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმაც გააცნეს და კონკრეტულ საკითხებში დახმარებაც სთხოვეს.
საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო.
შეხვედრა "ივლიტას ბიბლიოთეკაში" სამ საათს გაგრძელდა.
"ივლიტას ბიბლიოთეკიდან" მინისტრმა ფარცხმის ტყე-პარკში გადაინაცვლა, იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძრავნელებს კონკრეტული რეკომენდაციებიც მისცა.
დღის ბოლოს, "გურია ნიუსის" ინიციატივით გიგლა აგულაშვილი გორაბერეჟიულის ტყე-პარკი მივიდა და ახალგაზრდებს შეხვდა.
მინისტრის სტუმრობის საინტერესო დეტალებზე ვრცელ მასალას გურია ნიუსი მოგვიანებით შემოგთავაზებთ.