ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილის თქმით, ოთხივე უბანზე პირველმა ამომრჩევლებმა თავიანთი არჩევანი უკვე გააკეთეს.
60/07 საარჩევნო უბანზე მყოფმა დეპუტატობის კანდიდატის, გია კალანდარიშვილის შტაბის უფროსმა, ლევან მგელაძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ დილით არანაირ ექსესებს ადგილი არ ჰქონია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში და დაბა ნასაკირალში 4447 ამომრჩეველს მოუწევს არჩევანის გაკეთება.