ევრო კავშირის ლიდერები საბერძნეთს 10.3 მილიარდ ევროს ტრანშის სახით გადასცემენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ევროგრუპის პრეზიდენტის, იერუნ დიესელბლუმის განცხადებით, სებერძნეთის ფინანსური დახმარების პროგრამა ახალ ფაზაში შედის, თუმცა შეთანხმების მიღწევა სავალუტო ფონდის პირობების გამო რთული იყო.
"ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას საბერძნეთში, რაც საშუალებას იძლევა ბერძნული ფინანსური დახმარების პროგრამა ახალ ფაზაში გადავიდეს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბევრს ითხოვდა ჩვენგან,"_განაცხადა იერუნ დიესელბლუმმა.