შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1943 წელს დაბადებული გივი ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, "ა-კა 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისგან კუსტარულად დამზადებული იარაღი, 545 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი, 11 ელექტროკაფსულ-დეტონატორი, 4 ჭურვი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).