მილიარდერი ინვესტორი ჯორჯ სოროსი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ქმედებები, რომლებიც ბრაზილიისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერისკენაა მიმართული, კაპიტალისა და ვალუტის თავისუფალ ბრუნვას ხელს შეუშლის.
სოროსის აზრით, სავალუტო ომის შეჩერება მხოლოდ სესხებზე სპეციალურ ნებართვის შემოღებას შეუძლია. სპეციალური წესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოღებული სარეზერვო და საგადასახადო საშუალებაა.
"ფაქტია, რომ სავალუტო ომი უკვე გამოცხადდა. ამჟამად მსოფლიოში ორი სავალუტო სისტემა მოქმედებს – საერთაშორისო და ჩინური.
ჩინეთი ცდილობს, უპირატესობის მიღწევას კაპიტალის გადინების დახურვის ხარჯზე. ჩინეთის გარდა ამ შესაძლებლობას იყენებს ბრაზილია, ასევე, კორეა და აზიის სხვა სახელმწიფოებიც. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა შეწყდება, შედეგად ყველა ქვეყანა დაზარალდება. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი," – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.