THE GUARDIAN მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, ქვეყნისთვის რეფორმატორი ხელისუფალი არ არის.
"გურია ნიუსი" ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
გასულ წელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ოდესის ოლქში გუბერნატორად დაინიშნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის მუდმივად ახსენებდა ვლადიმერ პუტინს, ხოლო ცვლილებები პოსტრევოლუციურ უკრაინაში და ოდესის რეფორმირების მცდელობა იყო გრანდიოზული გეგმის ნაწილი კრემლისთვის დაემტკიცებინათ, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის გარდაქმნა შესაძლებელია და ასევე შეიძლება კორუმპირებული ელიტების შეცვლა.
ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი კვლავ საუბრობს პუტინზე. მაგრამ უფრო მეტი სიმკაცრით საუბრობს პოროშენკოზე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტზე, რომელმაც გაანადგურა მისი არმია 2008 წლის ხანმოკლე ომში.
მაუწყებლის ცნობით, სააკაშვილი მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა დადგინდეს, პოროშენკო უშლის თუ არა ხელს უკრაინის გარდაქმნას.
გასულ თვეს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რაც 2014 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა, არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
"დიდი ხნის განმავლობაში პოროშენკო ძალიან მოქნილი იყო. თუ იყავი რეფორმატორი, რეფორმების ენაზე გესაუბრობდა, თუ ძველი შეხედულებები გქონდათ, ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საერთო ენის გამონახვა შეიძლება. ახლა ის იქცა ხელისუფლად, რომელსაც არ აქვს არანაირი ახლებური ხედვა,"_ განაცხადა სააკაშვილმა THE GUARDIAN-თან საუბრისას.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოროშენკოს მიმართ კრიტიკა უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა.
პანამას ჩანაწერების მიხედვით, მან შექმნა ოფშორული კომპანიები, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარი რუსეთთან გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებდა.
გარდა ამისა, პოროშენკოს ბევრი ადანაშაულებს მაიდანზე მომხდარი რევოლუციის იდეალების ღალატში, რომლის დროსაც 100 პროტესტანტი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პოროშენკოს ახალი მთავრობა გასულ თვეს დამტკიცდა. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დაპირისპირება კვირეების განმავლობაში გრძელდებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენუკის შემცირების გამო.
მთავრობას სხვა რეფორმები არ განუხორციელებია, ხოლო ვლადიმერ გროისმანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და ის აზრი, რომ მას შეუძლია რეფორმების გატარება და საერთოდ პოლიტიკოსია, ცინიზმში გადაიზარდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მთავრობამ უნდა მოძებნოს გზა, რომ რიგგარეშე არჩევნები თავიდან აიცილოს, რადგან თითქმის ყოველდღე ახალი სამწუხარო მოვლენები ხდება. რეფორმატოულად განწყობილი პირები თანამდებობებს ტოვებენ და მთავრობიდან მიდიან, პროგრესული დანიშვნები კი შეჩერებულია ან დაბლოკილი.
ოდესა დიდი ხანია უკვე ცნობილია საეჭვო გარიგებებით და მაფიური სტრუქტურებით, ხოლო სააკაშვილი პიროვნებაა, რომელმაც ქალაქის რეფორმირების დიდი გამოწვევა მიიღო.
ის ყოველთვის საკამათო ფიგურა იყო. ზოგი პატივს სცემს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა გარდაქმნა, სხვები, განსაკუთრებით კი მოსკოვში, შეურაცხადად მიიჩნევენ.
მაუწყებლის ცნობით, მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ხოლო საქართველოში შურისძიების მიზნით, პოლიტიკური მტრები სხვადასხვა რამეში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში 2003 წლის ბოლოს, ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და 2013 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ბევრი ამბობს, რომ მან საბოლოოდ დიქტატორული მართვა ჩამოაყალიბა.
მაუწყებლის ცნობით, მან უკრაინაში გუბერნატორად მუშაობა ახალი ფურცლიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ წარსულში პრეზიდენტი იყო, არ ჰქონდა უფლება პოროშენკოსთან ლექციების ტონით ესაუბრა.
თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც ახალი მართვის ტიპის მთავრობაზე დამყარებულმა იმედებმა აორთქლება დაიწყეს, სააკაშვილი ძალიან ემოციურია და საზოგადოებაშიც პოპულარობით სარგებლობს.
ოდესელი ბიზნესმენის, ანდრეი სტავნისტერის თქმით, ქალაქს რეალური ცვლილებები დაეტყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ხალხს ქრთამის აღება სააკაშვილის იმპულსური გამოხტომების გამო უფრო ეშინია, ვიდრე ინსტიტუციური რეფორმის გამო. სხვების თქმით, კი კორუფციის პრობლემა არ გამქრალა და არც პოლიტიკური კურსი შეცვლილა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მაიდნიდან გამოაძევეს.
"იანუკოვიჩის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ წლების განმავლობაში მის გვერდით იდგებოდნენ, ასე რომ ეს ახალი ბიჭები თავს იმედგაცრუებულად გრძნობენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა მოიპარონ,"_განაცხადა ვადიმ ჩერნიმ, რომელიც ოდესელი ბიზნესმენია და მკვლელობას ერთხელ უკვე გადაურჩა.
სააკაშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტი ოდესის პორტის საბაჟო სამსახურის რეფორმაა, თუმცა ოდესის გუბერნატორს მიაჩნია, რომ არ არის ადვილი, ყველა სახელმწიფო ორგანომ თავი დაანებოს კორუფციას.
როგორც ცნობილია, მან საქართველოში დაშალა საგზაო პოლიციის ინსტიტუტი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში კორუმპირებული სახელით იყო ცნობილი და ოდესის პორტშიც მსგავსი შედეგის მიღება სურს.
"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მათ. გვყავს 130 ახალი კადრი. ისინი ახალგაზრდები, მომზადებულები და საიმედოოები არიან,"_ამბობს სააკაშვილი.
კრიტიკოსების თქმით, სააკაშვილს დიდი ამბიცია აქვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს და აქცენტს არ აკეთებს მარტო ოდესაში სიტუაციის გაუმჯობესებაზე, არამედ ხელისუფლებას აკრიტიკებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანტიკორუფციული ღონისძიებების განახორციელებას ცდილობს.
„თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ რამე ლამაზი ამ მახინჯ გარემოში, ოაზისი უდაბნოში. იმედი მაქვს პოროშენკოს ესმის მნიშვნელობა იმისა, თუ რას ნიშნავს დისკრედიტაცა,"_ამბობს სააკაშვილი.