REUTERS-ის ინფორმაციით, ბაღდადში დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა.
როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში, შააბის შიიტურ პროვინციაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა და 20-ზე მეტი დაშავდა, ხოლო მეორე აფეთქება ბაღდადის სუნიტურ გარეუბან ტარმირაში მოხდა, სადაც შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა.
როგორც ცნობილია, კიდევ ერთი აფეთქება ქალაქ სადრში მოხდა, სადაც დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ერაყის ძალები და შიიტური მილიცია "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის.