რუსეთში შეიძლება სამხედრო და ოფიციალურ პირებს უცხოური მესენჯერების გამოყენება აუკრძალონ. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივა რუსეთის ეკონომიკის განვითარების მინისტრს, ელენა ლაშკინას ეკუთვნის და დასამტკიცებლად ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკვე გადაეგზავნა.
"სამუშაო კონტაქტებისთვის, დაგეგმილია გამოვიყენოთ მხოლოდ რუსული მესენჯერი. ეს პოზიცია განვიხილეთ ტელეკომისა და მასობრივი კომუნიკაციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებთან, ასევე ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტთან,"_განაცხადა ელენა ლაშკინამ.
როგორც ცნობილია, რუსეთში აღნიშნული ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში GMAIL, WHATSAPP, VIBER, SKYPE, TELEGRAM აიკრძალება.