მოსკოვში კრიმსკის ხიდზე თვითმკვლელობის კომპიუტერული განგაშის სისტემა დაამონტაჟეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOW TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სისტემა სათვალთვალო კამერას იყენებს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ვინმე ხიდიდან გადახტება, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაუკავშირდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთში თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ახალგაზრდების მიერ თავის მოკვლის შემთხვევებმა იმატა.