UKRINE TODAY-ის ინფორმაციით, ხარკოვს შტორმმა გადაუარა.
როგორც ცნობილია, ძლიერი ქარმა ასამდე ხე წააქცია, ხოლო საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.
ძლიერმა წვიმამ კი საკანალიზაციო სისტემის და მაღაზიების დატბორვა გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მუშები ამ დრომდე მუშაობენ ქალაქის მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების აღსადგენად.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ქალაქს უამინდობის შედეგად რა სახის ზიანი მიადგა.