ნათია გუჯაბიძის საკითხი განვიხილეთ და არანაირი სანქცია არ დაგვიკისრებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან მურუსიძემ განაცხადა.
იუსტიციის საბჭოს მდივანმა არ დააკონკრეტა ვისი საჩივრის საფუძველზე განიხილა საბჭომ გუჯაბიძის საკითხი, თუმცა აღნიშნა რომ მოსამართლეებზე დისციპლინარული საჩივრები ხშირად შედის.
"ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი სახდელი არ ყოფილა. მათ შორის არც სარეკომენდაციო ბარათი. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით ვინაიდან დისციპლინარული სამართალწარმოება კონფიდენციალურია"-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საქართველოს პროკურატურის მიერ იდევნება. როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, მოსამართლე, რომელიც „რუსთავი2“-ის საქმეს განიხილავს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია შემჩნეული.